რეზონანსი
14.03.2024

თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი გივი ჩხარტიშვილი სამტრედიის ქუჩაზე, სადაც ღამით კორპუსში აფეთქება მოხდა, სიტუაციას ადგილზე გაეცნო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აფეთქებამ სხვა კორპუსებიც დააზიანა.

„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროისთვის მოქალაქეები გადაყვანილები არიან სხვადასხვა სასტუმროში. დიდია დაზიანება [შენობის]. სხვა კორპუსებიც არის დაზიანებული. საჭიროების შემთხვევაში თითოეულ მოქალაქეს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში აღმოვუჩენთ დახმარებას“, - აღნიშნა ჩხარტიშვილმა.

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, დაზიანდა რამდენიმე სართული. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, კომერციულ ფართში მოხდა, რომელიც ამ დროისთვის არ ფუნქციონირებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×