რეზონანსი
14.03.2024

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის შეფასებით, „თბილისი პრაიდის“ წერილიდან გამოჩნდა, რომ ამ ადამიანების მთავარი მიზანი არა უფლებების დაცვა, არამედ პროპაგანდაა.

„ეს არის მოწოდება არა დემოკრატიისთვის, არამედ რადიკალიზაციისთვის. მათ რომ რადიკალიზაციის გეგმა აქვთ და რისთვის აქვთ - ეს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ამ პროპაგანდას უფლებებთან საერთო არაფერი აქვს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიცია არის დამალული და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყენებს საკუთარ თავს. ეს მე მათგან არც მიკვირს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

„ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა ოპოზიციის სტრატეგია, რომელსაც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე პარტიები მიჰყვებიან და რასაც „თბილისი პრაიდი“ ათანხმებს საერთაშორისო პარტნიორებთან. წერილიდან ირკვევა, რომ „თბილისი პრაიდი“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გეგმავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×