რეზონანსი
13.03.2024

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრისას განაცხადა.გააგრძელონ როზნერის რჩევების შესრულება და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან

„ყველაზე დამღუპველი რაც შეიძლება დღეს პოლიტიკაში იყოს, ეს არის ეს ანტისახელმწიფოებრივი მიდგომები, დეზინფორმაცია და ამას ემატება პოპულიზმი და დილეტანტიზმი. ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობისთვის" ჩვეული კლიშეებია. შესაბამისად, გააგრძელონ როზნერის რჩევების შესრულება და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან", - აღნიშნა იონათამიშვილმა.

„რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა „ნაციონალური მოძრაობა" და როზნერის დავალება კიდევ ერთხელ ამხილა. შოთა ფალავანდიშვილის მიერ 3 დღის წინ გამოქვეყნებული პუნქტები ზედმიწევნით შესრულდა და დადასტურდა. ახალი დავალებით დაიბეჭდა პლაკატები, სადაც ხალხს მაქსიმალურად ხშირად უნდა გაუმეორონ და დაამახსოვრონ როზნერის გზავნილები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×