რეზონანსი
13.03.2024

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა შეცდომა კი არ დაუშვა, ჩვეულებრივი თაღლითია, რომელიც ხან საწოლიდან გადმოვარდნას, მომაკვდავ მდგომარეობაში ყოფნას, ხან დემენციას და რაღაც სიგიჟეებს იგონებდა

ამით ის გამოეხმაურა „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის იმ განცხადებას, სადაც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც აქცენტი ჯანმრთელობის პრობლემებზე გადაიტანა და ამ გზით ცდილობდა თავისუფლების მიღწევას".

„ეს შეცდომა არ არის, ეს არის თაღლითობა, ჩვეულებრივი თაღლითობაა. ტელევიზორის ყურების ან რაღაც სტატუსის ნახვის დროს სხვის მაგივრად შეგრცხვენიათ? აი, ასეთ მდგომარეობაში იყო ხალხი. ხომ ბევრჯერ განგიცდიათ ის მომენტი, როცა უხერხულ მდგომარეობაში ვარდები, რაც უნდა შენთვის მიუღებელი პიროვნება იყოს. ასეთი შეგრძნება მქონდა მიხეილ სააკაშვილზეც კი, რომელიც პალატაში თავისი საწოლიდან ძალით ვარდებოდა. ასეთ მდაბიო მდგომარეობამდეა ეს ადამიანი დასული და არ შეიძლება, მასზე ამდენს ვლაპარაკობდეთ", - განმარტა უმრავლესობის ლიდერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×