რეზონანსი
13.03.2024

„ნაციონალური მოძრაობა" პირდაპირ ამბობს და სხვები ფარულად, სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა უნდა გაგრძელდესო. სინამდვილეში, ეს ზეწოლა არ არის, ეს არის ერთიანი თამაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი თანამდებობას „ნაციონალური მოძრაობის" წყალობით ინარჩუნებს.

„ვფიქრობ, ისინი ნიადაგს ამზადებენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მოხდეს. ამაზე მიგვანიშნებს, როგორც „ნაცმოძრაობის" განცხადებები, ასევე ზოგიერთი უცხოელი აქტორის განცხადება, მათ შორის, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია. მზადდება ნიადაგი, რომ ქართველ ხალხს ამ შეწყალების სახით კიდევ ერთი ფარსი დაუდგან და საერთო ჯამში, კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორი შემოიტანონ პოლიტიკის რადიკალიზაციაში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×