რეზონანსი
13.03.2024

რა მიზანი აქვს ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პოლიტიკურ გაერთიანებას - ოპოზიციის ნაწილს პარტიის "ნაციონალური მოძრობისგან" 4 ნომრით გამიჯვნის არ სჯერა. მათი თქმით, ახალი პოლიტიკური გაერთიანება ფასადურია და არჩევნებში წარმატებას ვერ მიაღწევენ.

როგორც "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი განმარტავს, მელია-გვარამიას ერთობა რამდენიმე თვეში საერთოდ არ იარსებებს, ან სხვა ტიპის პარტიად გარდაიქმნება.

"ეს ან დროებითი გაერთიანებაა, რომ მერე სხვა დიდი გაერთიანების ნაწილი აგხდნენ, ან ამით ვაჭრობენ "ნაციონალურ მოძრაობასთან", რომ დაბრუნდნენ ამ პარტიაში, ოღონდ უფრო მაღალი ფასი გადაახდევინო ახლანდელ ხელმძღვანელობას. სხვა გზას მე ვერ ვხედავ რა შეიძლება ამ 4 ნომრით გააკეთონ. არ მგონია, რომ ადამიანები დაიჯერებენ იმას, რომ ნიკა მელია და ნიკა გვარამია არ არიან "ნაცები". დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე თვეში ეს პარტია არ იარსებებს, ან რაღაც სხვა ტიპის პარტიად გარდაიქმნება", - განაცხადა რაქვიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×