რეზონანსი
12.03.2024

სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით რუმინეთის მხარემ უკვე მოამზადა სამოქმედო გეგმა, რომელსაც უახლოეს დღეებში გადმოგვცემს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ რუმინეთში განაცხადა.

„ამ გეგმის განხილვის შემდეგ გვექნება კონკრეტული ღონისძიებები გაწერილი. უახლოეს მომავალში, თბილისში ველოდებით საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობას და ასევე საკმაოდ მაღალი დონის საპარლამენტო დელეგაციას", - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, დაწყებულია მუშაობა წყალქვეშა ინტერნეტ კაბელის მშენებლობაზე, რომელიც საქართველოს დააკავშირებს ევროკავშირთან.

„ინოვაციურ პროექტად მიიჩნევა ენერგეტიკული წყალქვეშა კაბელი. ძირითადი საკითხები, რაზეც შეხვედრების დროს საუბარი გვქონდა, ეს არის დეოკუპაცია, ჩვენი არაღიარების პოლიტიკა, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, თავისუფალი ვაჭრობა", - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×