რეზონანსი
12.03.2024

უკრაინისთვის დახმარება დონალდ ტრამპისგანაც იქნება და ნებისმიერ შემთხვევაში ყველასგან, ვინც არ უნდა მოვიდეს თეთრ სახლში, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების" გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „რეზიუმე" განაცხადა.

მამუკა გამყრელიძემ აშშ-ის არჩევნებზე ისაუბრა, მისი განცხადებით, შეიძლება მოხდეს ისეც, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში უფრო მეტად დაუპირისპირდეს ვლადიმერ პუტინს, ვიდრე დღეს ჯო ბაიდენი უპირისპირდება.

„აბსოლუტურად არ ვთვლი სწორად, ტრამპი რომ მოვიდეს თეთრ სახლში, ის შეწყვეტს უკრაინის დახმარებას, იმიტომ, რომ თუ ისტორიას გადავხედავთ, სწორედ ტრამპი ეხმარებოდა უკრაინას და რუსული ძალების პირველი შეჩერება რომ მოხდა, ეს მოხდა ამერიკული იარაღებით, რომელიც ტრამპმა გადასცა უკრაინას და რომელსაც თავის დროზე არ აძლევდა ობამა.

აქ ლაპარაკი რაზეა იცით? - სისტემის წინააღმდეგ ვერც ტრამპი წავა და ვერავინ. ახლა რაც ხდება ამერიკაში, ეს არის სისტემის პრობლემა, შიგნით პარტიებს შორის ჭიდაობა, მაგრამ ჩემი აზრით, დახმარება ტრამპისგანაც იქნება და ნებისმიერ შემთხვევაში ყველასგან იქნება, ვინც არ უნდა მოვიდეს თეთრ სახლში.

ტრამპი შეიძლება უფრო დაუპირისპირდეს პუტინს, ვიდრე ბაიდენი. გაიხსენეთ, რომ ყველაზე მეტი სანქცია სწორედ ტრამპმა დაუწესა პუტინს. გაიხსენეთ ის, რომ ჩინეთში მაქსიმალურად შეუზღუდა სავაჭრო პირობები. გაიხსენეთ, რა დღეში ჩააგდო ირანი", - განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×