რეზონანსი
12.03.2024

მოვახდინეთ ინფლაციის კონტროლში მოქცევა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ყველა ქვეყნის, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ახალ მონაცემებთან დაკავშირებით განაცხადა.

„მოვახდინეთ ინფლაციის კონტროლში მოქცევა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ყველა ქვეყნის, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. 2023 წელს დაიწყო დასტაბილურება ამ პროცესმა და მნიშვნელოვნად შევამცირეთ ინფლაცია. იყო კომპლექსური ღონისძიებები. ეს იყო მაკროეკონომიკური ღონისძიებები, ასევე კონკურენციის უზრუნველყოფის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები იმისთვის, რომ ფასები ყოფილიყო მაქსიმალურად ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის და ინფლაციური წნეხი მაქსიმალურად მსუბუქი. ეს ძალიან დიდი გამოწვევაა. ეს სიტუაცია გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო აქტიური მონეტარული პოლიტიკა ვაწარმოოთ. ეს ბუნებრივია მისცემს ეროვნულ ბანკს საშუალებას, მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილებები, რომელიც კიდევ ერთხელ დაეხმარება ბიზნესს, ეკონომიკურ განვითარებას და ეკონომიკის ზრდას", - აღნიშნა მინისტრმა.

საქსტატის ცნობით, ამ მეთოდოლოგიით, 2024 წლის თებერვალში ინფლაციამ 0.0 პროცენტი შეადგინა, რაც 0.3 პროცენტით ნაკლებია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 0.3-პროცენტიან ინფლაციაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×