რეზონანსი
12.03.2024

დაკავებულია 32 წლის კაცი, რომელსაც შვილის მეგობარი გაუპატიურებაში ადანაშაულებს. 15 წლის მოზარდი ამტკიცებს, რომ კლასელის მამა სექსუალური ძალადობის გარდა, მას ნარკოტიკული ნივთიერების მიღებასაც აიძულებდა.

შოკისმომგვრელი ჩვენების შემდეგ პოლიციამ კაცი დააკავა, თუმცა ოჯახი ამტკიცებს, რომ მოზარდმა გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა.

ირკვევა, რომ 15 წლის მოზარდის ჩვენების საფუძველზე ერთი პირი სასჯელს უკვე იხდის-მასაც გოგონა გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

"ეს ბავშვი მე დამიკავშირდა, სოციალურად დაუცველი იყო, უჭირდა, ამბობდა, დედაჩემი საჭმელს არ მაჭმევსო, სკოლისთვის ჩასაცმელი არ ჰქონდა. შესაბამისად, დავეხმარე.

გულჩათხრობილი ბავშვი იყო, არაფერს გვეუბნებოდა. დედაჩემის თანხმობით რჩებოდა ჩვენთან.

რამდენიმე დღის წინ, პოლიცია შემოვიდა ჩვენს საცხოვრებელში, მოსაწევს ვეძებთო. სამმართველოში რომ მივედით, ჩემი მეუღლის დაკითხვა რომ დასრულდა, იქ მითხრეს, რომ დაკავცებული იყო გაუპატიურების მუხლით.

ვუთხარი, რომ მეორე ადამიანი შეწირეთ ამ ბავშვის ენითთქო. არ ვიცი, რატომ გააკეთა (იცრუა) ამ ბავშვმა. ჩამს მეუღლეში ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ"- ამბობს დაკავებულის ცოლი.

მოზარდის ჩვენების საფუძველზე დაკავებული კიდევ ერთი პირის ახლობლები ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდას "პოლიცია გადაეკიდა", შემდეგ კი უმძიმესი ბრალდებით დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×