რეზონანსი
12.03.2024

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში საბავშვო ბაღები გაიხსნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში დაიწყო სააღმზრდელო პროცესი ორ ახალაშენებულ საბავშვო ბაღში. ბაღები 100-100 აღსაზრდელზე არის გათვლილი და აღჭურვილია ყველა თანამედროვე სტანდარტის შესაბამისად.

ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს განათლება და მომავალ თაობაზე ზრუნვა. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული გურიის რეგიონში, ისევე როგორც მთელს საქართველოში და ამისი ნათელი დადასტურებაა დღევანდელი დღე",- აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×