რეზონანსი
12.03.2024

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, წელსაც დაასახელა საქართველოში ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მომწოდებლად.

თიბისიმ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, საერთაშორისო დაფარვა, მომხმარებლებთან ურთიერთობა, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური მიდგომები.

აღნიშნული ჯილდო თიბისის მიერ ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით განხორციელებული არაერთი პროექტის შედეგია. მათ შორის აღსანიშნავია თიბისი ბანკის და EBRD-ის ერთობლივი ტრანზაქცია, რომლის ფარგლებშიც, თიბისიმ ფაქტორინგის დაფინანსებისთვის და მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად, ფინანსური რესურსი მიიღო. ეს იყო პირველი შემთხვევა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ - კავკასიაში, როდესაც პარტნიორი ბანკისთვის, EBRD-იმ ფაქტორინგის დაფინანსების რესურსი ადგილობრივ ვალუტაში გასცა. 

„მოქნილი პროდუქტებით, თანამედროვე პლატფორმებითა და საერთაშორისო ბაზრებზე მსხვილი ფინანსური პარტნიორებით, სულ უფრო მეტ კომპანიას ვაძლევთ შესაძლებლობას იმპორტ-ექსპორტის პროცესში წარმატებით ჩაერთონ. ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, წლებია მსხვილი საერთაშორისო გამოცემები და ორგანიზაციები გვაჯილდოებენ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი პარტნიორების საჭიროებებზე  მორგებული ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტები და მომსახურება, ის ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო, რომლის დამსახურებითაც, Euromoney-იმ საქართველოში 2024 წლის საუკეთესო კორპორატიულ ბანკად დაგვასახელა“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი - 46%-ს, პორტფელი კი 2 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. თიბისის ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებით ჯამში 1000-ზე მეტი მსხვილი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის და ასევე საერთაშორისო კომპანია სარგებლობს.

2023 წელს თიბისი, აღნიშნული მიმართულებით, EBRD-ის, ADB-ის, Global Finance-ისა და Euromoney-ის ჯილდოების მფლობელი გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×