რეზონანსი
11.03.2024

მე ბატონ მიხეილს [სარჯველაძე] კარგად ვიცნობ და მას წარმატებას ვუსურვებ, - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ქრონიკასთან" განაცხადა.

„ჩემი აზრით, წინა მინისტრს ყველა ვარიანტში აჯობებს. საარჩევნო პერიოდია და დიდი მოლოდინი გარდა წინასაარჩევნო პოპულისტური პროექტებისა, ჯანდაცვის სამინისტროსგან არავის აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, მე ვიცნობ ბატონ მიხეილს კარგად და მას წარმატებას ვუსურვებ", - აღნიშნავს დეპუტატი.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×