რეზონანსი
11.03.2024

რუსეთი, ჩინეთი და ირანი ომანის ყურეში ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„სწავლების პრაქტიკული ნაწილი არაბეთის ზღვის ომანის ყურის წყლებში ჩატარდება", - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთობლივ წვრთნებში, სახელწოდებით „საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი - 2024", სამხედრო ხომალდები და ავიაცია ჩაერთვება და მის მიზანს საზღვაო ეკონომიკური საქმიანობის უსაფრთხოების შემუშავება წარმოადგენს.

პაკისტანის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, ომანის, ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის საზღვაო ძალების წარმომადგენლები წვრთნებში მონაწილეობას დამკვირვებლების სტატუსით მიიღებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×