რეზონანსი
11.03.2024

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ,ირაკლი ზარქუას შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლები აქცენტირებული იქნებიან იმაზე, რომ რამენაირად შეაკოწიწონ 15-20 პროცენტი, რომელიც პატარა პარტიებს აქვთ.

ზარქუას განმარტებით, მმართველ პარტიას 60%-მდე მხარდაჭერა აქვს და ემზადება იმისთვის, რომ დამაჯერებლად და ღირსებით მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა.

ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს, მათ შორის რეიტინგებიც ამას ადასტურებენ.

„ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ვიდრე „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, ჩვენს ქვეყანას არც ომში ჩართვა მოუწევს, არც ეკონომიკური პრობლემები ექნება, პირიქით, აქცენტირებას გავაკეთებთ ეკონომიკის ზრდაზე, რეფორმებიც გაგრძელდება. რაც მთავარია, ლგბტ პროპაგანდასაც ყოველთვის წინ აღვუდგებით. იქნება სახელმწიფო, რომელიც დაიცავს თითოეული ქართველის ინტერესებს და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ განვითარებას“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×