რეზონანსი
11.03.2024

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის წარმომადგენლის თანამდებობის დატოვების ინიციატივით მან თავად მიმართა რამდენიმე თვის წინ მაშინდელ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს:

"მე რამდენიმე თვის წინ მივმართე ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, მისგან ყოველთვის ვგრძნობდი მხარდაჭერას, მივმართე წინადადებით რომ გვეფიქრა ახალ პიროვნებაზე ამ თანამდებობაზე. ლოგიკა მარტივი იყო-2012 წლის შემდეგ გავიდა 12 წელი, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, მან პრინციპში, დადებითად მიიღო ჩემი წინადადება და აღებინებია ასეთ შემთხვევაში ჩნდება კითხვა- ვინ იქნება შემცვლელი? იმთავითვე დასახელდა გიორგი ქაჯაიას კანდიდატურა, რომელიც ჩვენი სექციის ხელმძღვანელი გახლდათ მოსკოვში 4 წლით. ის უნდა დაბრუნებულიყო. გიორგი დაბრუნდა, იანვარში დაუსრულდა იქ მუშაობის ვადა და ის ინიშნება ამ თანამდებობაზე. " აღნიშნა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, აბაშიძე პრემიერმა კობახიძემ დღეს მრჩევლად დაინიშნა, ხოლო მის შემცვლელად რუსეთთან ურთიერთობების საკითხში, გიორგი ქაჯაია.

რაც შეეხება ქაჯაიას შემცვლელს - რუსეთში, შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების განყოფილების ხელმძღვანელად მამუკა მერკვილაძე დაინიშნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×