რეზონანსი
11.03.2024

ზურაბ ადეიშვილის ვიზიტებს გერმანიასა და ევროკავშირში ოპოზიციაში ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტებისთვის გაუგებარია, რატომ არაფერი გააკეთა მმართველმა გუნდმა იმისთვის, რომ ადეიშვილი ინტერპოლით ძებნილი ყოფილიყო.

"ადეიშვილი რომ დადის ევროპაში, ამის გამო ევროპა არ გვინდა? ინტერპოლთან ვერ იმუშავეს? რას ნიშნავს ინტერპოლი? მას უნდა მოუტანო სამართლებრივი მტკიცებულებები," - აცხადებს პაატა მანგალაძე.

გარდა ამისა, ოპოზიციაში ამბობენ, რომ აღნიშნულ პოლიტიკურ ვითარებაში საკითხზე ყურადღების გამახვილება უკრაინასთან პარტნიორულ ურთიერთობას კიდევ უფრო დააზიანებს.

"ინტერპოლით როდესაც ზურაბ ადეიშვილი არ იძებნებოდა 2015 წლიდან, გერმანიას რატომ არ უნდა შეეშვა ის თავის საზღვარზე? ხომ არსებობს სამართლებრივი სახელმწიფოს ცნება, ამ მოცემულობაში არ იყო ეს კაცი ძებნილი. რა გააკეთა "ქართულმა ოცნებამ", რომ ის ინტერპოლით ძებნილი ყოფილიყო, არაფერი.

პრობლემაა, როდესაც ძებნილი ადამიანები უკრაინაში იმყოფებოდნენ და არიან კიდეც, მაგრამ ამ მოცემულობაში, როდესაც დაზიანებულია ჩვენი ურთიერთობები, მათ შორის, როდესაც ომი მიმდინარეობს უკრაინაში, ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი თავდასხმის მცდელობაა ჩვენი პარტნიორობის გზაზე", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×