რეზონანსი
11.03.2024

პლასტიკური ქირურმა ციცინო შურღაიამ ტელეთერში ერთ-ერთი შემთხვევის ისაუბრა. მისი ინფორმაციით, დედამთილმა ორსული რძალი მოწამლა, რის შედეგადაც სახის პარალიჩი განუვითარდა. პლასტიკური ქირურგი

ამბობს, რომ ასეთ პაციენტებს ოპერაციას უსასყიდლოდ უკეთებს.

„დედამთილმა ორსული რძალი მოწამლა, რის შედეგად პაციენტს სახის პარალიჩი განუვითარდა. ამ გოგოს ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა. ნერვი ფეხიდან ავიღეთ. მოგვიანებით პაციენტისა და ჩემი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

ვცდილობ ასეთი ოპერაციები უსასყიდლოდ გავაკეთო, რადგან ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, პაციენტებს კი ამის საშუალება არ აქვთ“, - თქვა ციცინო შურღაია "იმედის" ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×