რეზონანსი
10.03.2024

ბათუმში ლეგენდების მატჩი ჩატარდა, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ნაკრებისა და მილანის „ინტერის" ვეტერანები დაუპირისპირდნენ. შეხვედრას 20 ათასამდე გულშემატკივარი დაესწრო მთელი ქვეყნიდან.

ორგანიზატორები და ქართველი ფეხბურთელები აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ლეგენდების შეხვედრების სერია მომავალშიც გაგრძელდება.

„რა თქმა უნდა, ამას სისტემური ხასიათი ექნება. „სპორტ ორიენტში", რომელიც არის ამ შეხვედრის ორგანიზატორი, თქვეს, რომ შემდეგი იქნება „რეალი", „ლივერპული", „მილანი", „აიაქსი" და ა.შ. ეს გაგრძელდება, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია და კარგია. ამაზე მაგარი რა უნდა იყოს, როდესაც ასეთი ისტორიის მქონე გუნდები [ჩამოდიან საქართველოში]", - აღნიშნა ვეტერანმა ფეხბურთელმა, თბილისის მერმა და „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×