რეზონანსი
10.03.2024

რეფორმებმა, მათ შორის, პირველ რიგში მართლმსაჯულების სფეროში, მისცა ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე მოგვეწერა ხელი, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა საუბრისას განაცხადა.

ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა იმ ზეწოლაზეც ისაუბრა, რომელსაც მმართველი გუნდი ამ რეფორმების გატარებისას წააწყდა.

„დღეს შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ერთი ხელშემშლელი იმ რეფორმებისა, რომლებსაც ხელისუფლების სახელით იუსტიციის სამინისტრო საქართველოს პარლამენტთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად ედგა სათავეში, იყო, მაგალითად ბატონი ბუკიკიო, რომელიც ვენეციის კომისიას ხელმძღვანელობდა.

იუსტიციის მინისტრის რანგში 8 წლის საქმიანობის განმავლობაში [მახსოვს] რაც ხდებოდა, როგორ ხდებოდა, ვინ მოდიოდა, ვინ რას ითხოვდა, ვინ რას გვემუქრებოდა (მათ შორის უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები). მუქარა იყო სხვადასხვანაირი. მაგალითად - თქვენ თუ ამას არ გააკეთებთ ისე, როგორც გეუბნებით, შეიძლება საერთოდაც ვერ წავიდეს მერე ამ ხელისუფლების საქმე ისე, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ", - იხსენებს ვიცე-პრემიერი.

მისივე თქმით, ზოგიერთი ოპოზიციონერი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მოსამართლეებს საყვედურობენ იმას, „რომ ამ ადამიანებმა დაიჯერეს თავისუფლების, რომ არ გახდნენ მათზე დამოკიდებულები".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×