რეზონანსი
10.03.2024

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებაზე ისაუბრა.

„ისე ასაღებენ, თითქოს ეს ევროპისთვის ერთადერთი მისაღები ფორმაა და სხვა აზრი არ არსებობს, თუმცა ეს ასე არ არის. თქვენ ნახეთ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ ბუნებრივი ფორმაა, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია.

გასაგები იყო, რომ უკვე მოქმედებაზე გადავიდნენ ეს რადიკალები - როგორც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე ე.წ. რადიკალი ლიბერალებიც, რომლებიც თავს ახვევენ მთელს მსოფლიოს ამ გაუგონარ რაღაცებს", - ამბობს შარმანაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×