რეზონანსი
10.03.2024

მოსკოვში დააპატიმრეს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელმაც საკუთარ Wifi-ს "დიდება უკრაინა" დაარქვა. მას 10-დღიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

მოსკოვის სასამართლომ ის დამნაშავედ "ექსტრემისტული ორგანიზაციების სიმბოლოების" გავრცელებაში ცნო.

სტუდენტი მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციის ოფიცერმა ქსელის სახელი ადგილობრივ ხელისუფლებას შეატყობინა. სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ოფიცრებმა სტუდენტურ საცხოვრებელში მისი ოთახი შეამოწმეს და პერსონალური კომპიუტერი და WiFi-ს როუტერი ამოიღეს.

ომის დაწყების დღიდან უკრაინის მხარდაჭერისთვის რუსეთში ათასობით ადამიანს მიესაჯა პატიმრობა, ან დაეკისრა ჯარიმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×