რეზონანსი
10.03.2024

განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 8 მარტიდან საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო.

ბრძანების თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები 18 მარტის ჩათვლით დაისვენებენ.

ამავე დოკუმენტის თანახმად, საჯარო სკოლებში პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი 27 მაისს დასრულდება, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის კი 20 მაისს (თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდეს 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს).

რაც შეეხება ზამთრის არდადეგებს, მოსწავლეები 30 დეკემბრიდან 15 იანვრამდე იქნებიან დათხოვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×