რეზონანსი
10.03.2024

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სტეფან სეჟურნეს განცხადებით, ყველა ევროპელი და უკრაინის მოკავშირე თანხმდება, რომ უფრო მეტი და უკეთესი უნდა გაკეთდეს უკრაინის დასახმარებლად.

„გარკვეული ერთიანობაა იმაში, რომ ფაქტობრივად, ორწლიანი კონფლიქტის შემდეგ, რუსეთი სულ უფრო და უფრო აგრესიულია ჩვენს მიმართ. ყველა თანხმდება, რომ ბევრად უარესი იქნებოდა უკრაინა რომ დანგრეულიყო ან რუსეთის ფედერაციას გაემარჯვა. ამიტომ, რუსეთმა არ და ვერ უნდა გაიმარჯვოს", - აღნიშნა სეჟურნემ.

მისი თქმით, რუსეთი არღვევს საერთაშორისო კანონს და ცდილობს დააწესოს, როგორი უნდა იყოს ევროპული ქვეყნების საგარეო პოლიტიკა.

„ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ რუსეთის ფედერაციასთან ერთსა და იმავე ენაზე - ძალთა ბალანსის ენაზე. ძალიან გულუბრყვილოდ ვფიქრობთ, რომ ჩვენ თვითონ უნდა დავუწესოთ ჩვენს თავს აკრძალვები, როცა სწორედ რუსეთი არღვევს საერთაშორისო კანონს და ცდილობს დააწესოს, როგორი უნდა იყოს ევროპული ქვეყნების საგარეო პოლიტიკა", - აღნიშნა სეჟორნემ.

მისი თქმით, ევროპან ისტორიული შეცდომები არ უნდა გაიმეოროს.

"ისტორიაში გვაქვს იმის მაგალითები, როგორ ჩიხებამდე მივყავართ უკან დახევისა და სისუსტის სტრატეგიებს.

გვაწვდის ჩიხების რამდენიმე მაგალითს, რომელსაც უკან დახევისა და სისუსტის სტრატეგიებს მივყავართ. მათ, ვისაც არ სურდა დანციგისთვის სიკვდილი 1939 წლის მაისში, მხოლოდ წაახალისეს ჰიტლერი. მიუხედავად იმისა, მჯერა, რომ ისტორია არ მეორდება. თავად ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ისტორიის შეცდომები", - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×