რეზონანსი
10.03.2024

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ამბობს, რომ ქვეყნის პარლამენტს მალე შესთავაზებს პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას.

„შევთავაზებ საკანონმდებლო ორგანოს, რომ ესპანეთმა აღიაროს პალესტინის სახელმწიფო. ამას ვაკეთებ მორალური რწმენით, სამართლიანი მიზნებისთვის და იმიტომ, რომ ეს ერთადერთი გზაა, რომ ორმა სახელმწიფომ, ისრაელმა და პალესტინამ თანაცხოვრება შეძლონ", - განაცხადა პრემიერმა.

ესპანეთის პრემიერის თქმით, მისი პოზიცია ღაზასთან მიმართებაში ძალიან ჰგავს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის ინტერვენციის შემდეგ.

სანჩესმა აღნიშნა, რომ ესპანეთი საერთაშორისო კანონის უზენაესობის პატივისცემას ითხოვს როგორც რუსეთისგან, ისე ისრაელისგან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×