რეზონანსი
10.03.2024

ამერიკული სამხედრო გემი „გენერალი ფრენკ ბესონი" ახლო აღმოსავლეთში, ღაზის სანაპიროსკენ მიემართება, სადაც დროებითი პორტი აშენდება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გემმა ვირჯინიის სამხედრო ბაზიდან სტარტი მას შემდეგ აიღო, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით მოტივტივე ნავსადგურს ააგებს.

პენტაგონში განმარტავენ, რომ კონსტრუქციის ასაწყობად 60 დღემდე იქნება საჭირო. სამუშაოებში 1000 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. თუმცა საქველმოქმედო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ღაზის მოსახლეობას ამდენი დრო არ აქვს.

გაეროში ამბობენ, რომ სექტორში შიმშილი პრაქტიკულად გარდაუვალია, თუმცა ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო და სახმელეთო გზებით მიწოდება რთული და სახიფათოა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×