|

თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა, რომელიც ადგილზევე დაიღუპა. შემთხვევა თემქაზე მოხდა.გარდაცვლილი 26 წლის ვახო ქართლელიშვილია. ახალგაზრდა კახეთიდან იყო და თბილისში სამუშაოდ იყო ჩამოსული.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მე-10 სართულიდან გადმოვარდა. მომხდარი ტრაგედიის დროს ადგილზე კომპანიაში დასაქმებული სხვა მუშებიც იმყოფებოდნენ, ისინი ამ დროისთვის დაკითხვაზე არიან გადაყვანილი.
ტრაგედიის ადგილზე მივიდნენ გარდაცვლილის ახლობლებიც, რომლებიც უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საუბრობენ.
„დაგვირეკეს, რომ მშენებლობიდან გადმოვარდაო. დაცული არ არის უსაფრთხოების ნორმები, ეს არის ფაქტი, რასაც ვხედავთ. სხვა არაფერი ვიცით, არაფერს გვეუბნებიან" - ამბობს გარდაცვლილის ახლობელი „მთავარ არხთან" საუბრისას.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|