რეზონანსი
09.03.2024

ხდება აკუმულირება, რომ ცესკოს თავმჯდომარე, რომელიმე ხელმძღვანელი პირი დამნაშავედ გამოიყვანონ მაშინ, როდესაც რეალურად არ არსებობს რამე საფუძველი, ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარემოება, რომელიც იტყოდა იმას, რომ კონკრეტულ მოქმედებასთან, აქტივობასთან მიმართებაში არსებობს რაიმე მიკერძოების ან ნეიტრალიტეტის დარღვევის შემთხვევა, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

„როდესაც ჩვენ გვესმის აპელირება ცესკოს თავმჯდომარეზე, საოლქო თავმჯდომარეზე, საზოგადოებას შევახსენებ, რომ კომისიები შედგება 17 წევრისგან, საიდანაც 8 არის პროფესიული ნიშნით არჩეული, 9 შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნული წევრები, საიდანაც დღევანდელი მოცემულობის პირობებში, ერთი არის მმართველი პარტიის, ხოლო სხვა დანარჩენი ოპოზიციის მიერ დანიშნული წევრები, შესაბამისად გადაწყვეტილებები მიიღება კოლეგიურად, ხმათა უმრავლესობით. ეს არ არის ცალკე აღებული თავმჯდომარე ან სხვა რომელიმე ხელმძღვანელი პირი, რომელიც ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას. ამიტომ ეს არის უსაფუძვლო, უარგუმენტო მცდელობა იმისია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა დაკავშირდეს მმართველ პარტიასთან", - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×