|

მე ძალიან კარგად ვიცი, რა არის თუნდაც ერთი ადამიანის ფუნდამენტური უფლების თუნდაც რისკის ქვეშ დაყენება - ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს უფლებების დარღვევას, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკაში" ანტიპროპაგანდისტულ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა. „ჩვენ ვაპირებთ მკაფიოდ გამიჯვნას - საკითხი, რომელიც ეხება პროპაგანდას, ეს ყოვლად დაუშვებელია და არამც და არამც არ გულისხმობს იმას, რომ ვინმეს უფლება იყოს დარღვეული. მეტსაც გეტყვით - ჩვენ ვაპირებთ, იმ ადამიანების უფლებებიც დავიცვათ, რომლებიც შეიძლება გამოყენებული ან ჩართული იყვნენ ანგაჟირებული, კოლექტიური ნაცმოძრაობის ინტერესების ქვეშ და გამოყენებული იყვნენ ინსტრუმენტებად. უკვე კონკრეტიკაზე როდესაც იქნება საუბარი, კონსტიტუციით გარანტირებული ყველა ფუნდამენტური უფლებები მკაფიოდ იქნება დაცული, მაგრამ ვაპირებთ მკაფიოდ გავმიჯნოთ უფლებების დაცვა ცრუ უფლებებისგან. ასევე ამ ადამიანების გამოყენება არ დავუშვათ პოლიტიკური ან სხვა ნებისმიერი მიზნებისთვის, მაგრამ ამავდროულად ვაპირებთ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი იმ ბინძური პროპაგანდისგან, რომლის წინაშეც ის დგას", - აღნიშნა ღუდუშაურმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|