რეზონანსი
09.03.2024

ექიმი ზვიად ყიფიანი არ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის ჯანდაცვის მინისტრად ინიშნება.

აღნიშნულის შესახებ ყიფიანი „ფეისბუქზე" წერს.

„მინდა გითხრათ, რომ საინფორმაციო საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებ და არ ყოფილა ჩემთან განხილვა და შეთანხმება. დიდი მადლობა საუკეთესო სურვილებისთვის", - წერს ზვიად ყიფიანი.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზვიად ყიფიანი ზურაბ აზარაშვილის შემცვლელად განიხილება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×