
სალომე ზურაბიშვილი, გვარამია, „ნაცები", „ნეონაცები", ხელმოცარულები და კოპალეიშვილები - ეს არის რადიკალების ერთი დიდი ჯგუფი, რომელიც ემზადება რევანშისთვის ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„მაია კოპალეიშვილი უკვე ოფიციალურად შეუერთდა რადიკალებს, ასე რომ, სალომე ზურაბიშვილი, გვარამია, „ნაცები", „ნეონაცები", ხელმოცარულები და კოპალეიშვილები - ეს არის რადიკალების ერთი დიდი ჯგუფი. ისინი ემზადებიან რევანშისთვის ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ", - აღნიშნა ზარქუამ.
ნიკა გვარამიას პარტიის ახალი წევრი მაია კოპალეიშვილი გახდა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს იცავდა.