|

რატომ აიძულებთ ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს, აბსოლუტურად ერთ აზრზე იყვნენ ყველაფერთან დაკავშირებით. ეს რა თქვენი საქმეა? თუკი ირაკლი კობახიძეს ღობესთან დაკავშირებითაც კი რაღაც განსხვავებული აზრი აქვს, ეს ყოფილა დაპირისპირება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
„წარმოიდგინეთ, როგორი ფსიქოლოგია გაქვთ. თქვენ გინდათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს ყველაფერთან დაკავშირებით ჰქონდეთ ერთი აზრი. რაც შეეხება ბიუჯეტის ფულს, მე გაძლევთ პირობას, რომ ეს ღობე არსად წავა და სადღაც გადაინაცვლებს, სადაც მისი არსებობის კიდევ უფრო მეტი საჭიროება იქნება. პარკი იქნება, არსად არ წავა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ორ ადამიანს ექნება ერთმანეთისგან განსხვავებული აზრი. მაშინ პრემიერ-მინისტრის ცვლილებასაც არ ჰქონდა აზრი, თუ ერთი ადამიანიც კი არ უნდა შეცვლილიყო რაღაც პოზიციაზე. რადგან გუნდმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და შეცვალეს ერთმანეთი, ეს იმას ნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძეს რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, ბუნებრივად, განსხვავებული აზრი ექნება. ჭეშმარიტ „ნაცურ" სტილში თქვენ ებრძვით განსხვავებულ აზრს. ეს იყო თქვენი სტილი 2012 წლამდე და ახლაც იმავეს აგრძელებთ. წარმოუდგენელი ამბავია: რატომ ცვლის ადმინისტრაციის უფროსს, ეს დაპირისპირებაა; რატომ შეიცვალა ჯანდაცვის მინისტრი - ეს დაპირისპირებაა; ღობე რატომ მოშალა, ეს დაპირისპირებაა. ხომ მშვიდობა გაქვთ?" - აღნიშნა მდინარაძემ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|