რეზონანსი
09.03.2024

„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ექიმი-კარდიოლოგის, ზვიად ყიფიანის კანდიდატურა განიხილება.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, აღნიშნული საკითხი პრემიერთანაც გადაამოწმა.

„ისე კატეგორიულად დადეთ განცხადება, რომ ეჭვი შემეპარა და პრემიერ-მინისტრსაც მივწერე. კატეგორიულად გამოვრიცხავ ამ კანდიდატს. ამასთან დაკავშირებით თქვენი [„მთავარი არხის"] გახმოვანებული ინფორმაცია არის აბსოლუტურად ტყუილი",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილს ექიმი-კარდიოლოგი ზვიად ყიფიანი ჩაანაცვლებს. რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას, „მთავარი არხის" ცნობით, მას თბილისის საკრებულოს წევრი, ლევან ჟორჟოლიანი დაიკავებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×