რეზონანსი
09.03.2024

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი კრიმინალი თავისუფლად გადაადგილდება ევროპის ქვეყნებში და სხვაგან. მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ალბათ ევროპის შესაბამისი სამსახურები შესაბამის დროს გააკეთებენ რეაგირებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ზურაბ ადეიშვილის შესახებ დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საუკუნის ძარცვის სქემაში მხილებული კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში.

„სამწუხაროდ, ძალიან ბევრი კრიმინალი თავისუფლად გადაადგილდება ევროპის ქვეყნებში და სხვაგან. სამწუხაროა, მაგალითად, ტელეკომპანია „ფორმულას" დამფუძნებელი კეზერაშვილი, რომელიც მხილებულია ძალიან დიდი, საუკუნის ძარცვის სქემაში, არ არის არათუ დაკავებული, არამედ თავისუფლად გადაადგილდება მთელ ევროპაში. ეს ხომ არანორმალურია. მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ალბათ ევროპის შესაბამისი სამსახურები შესაბამის დროს გააკეთებენ რეაგირებას", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×