|

ირაკლი კობახიძე არაა ვალდებული, ჩემს დანიშნულ მინისტრებთან იმუშაოს. თუ მას განსხვავებული ხედვა აქვს, ეს ნორმალურია. ჩვენ ვართ განსხვავებული ადამიანები. მე ვარ ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერი არის ირაკლი კობახიძე. არანორმალური იქნებოდა, რომ ყველაფერში ერთი და იგივე აზრი გვქონდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
„დამისახელეთ ქვეყანა, რომლის მთავრობის მეთაური ზის დაუცველ, ღობის გარეშე შენობაში. მთავარი მიზანი და მოტივაცია, როდესაც მე ეს თავის დროზე გადავწყვიტე, ეს იყო უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ეს დესტრუქციული ძალები, რომლებიც ჩვენს გმირ პოლიციელებს შეურაცხყოფდნენ - კანცელარიის წინ ხან ფქვილი დააყარეს, ხან საღებავი შეასხეს, როგორ აწუხებდნენ კანცელარიის თანამშრომლებს - შიგნით შევარდებოდნენ საშვების გარეშე, აწყობდნენ ობსტრუქციას, დესტრუქციას და საშინელებებს სჩადიოდნენ. დანარჩენზე მთავრობის მეთაური გააკეთებს კომენტარებს. არავითარი დაპირისპირება არ არსებობს. კონსტიტუციით, კანონით პრემიერ-მინისტრი წყვეტს საკადრო საკითხებს. რას ნიშნავს ჩემი კადრი? ძალიან ჩვეულებრივი პროცესია, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ირაკლი კობახიძე არაა ვალდებული, ჩემს დანიშნულ მინისტრებთან იმუშაოს. თუ მას განსხვავებული ხედვა აქვს, ეს ნორმალურია. ჩვენ ვართ განსხვავებული ადამიანები. მე ვარ ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერი არის ირაკლი კობახიძე. არანორმალური იქნებოდა, რომ ყველაფერში ერთი და იგივე აზრი გვქონდეს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|