რეზონანსი
09.03.2024

„ქართული ოცნების" გამარჯვება არის ერთადერთი, უალტერნატივო გამოსავალი ჩვენი ხალხისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ" და პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და დემოკრატია.

„ჩვენი ხალხის, ჩვენი ამომრჩევლის მხარდაჭერით მივაღწიეთ ძალიან ბევრ გამარჯვებას. ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ შევინარჩუნეთ სტაბილურობა, მშვიდობა და ძლიერი, სწრაფი ეკონომიკური ზრდა, თუმცა ის რისკები, რომელიც შარშანწინ და შარშან არსებობდა ქვეყნის წინაშე, ვგულისხმობ გამოწვევებს, რომელიც უკავშირდებოდა უსაფრთხოებას და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ჩართულობას ომში, აქ მეორე ფრონტის გადმოტანას, ეს რისკები არსად წასულა. მე ამ საკითხებზე ვილაპარაკე ჩვენს ამომრჩეველთან, ჩვენი პარტიის აქტივთან და ვუთხარი, რომ რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების" გამარჯვება არის ერთადერთი, უალტერნატივო გამოსავალი ჩვენი ხალხისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. „ქართულმა ოცნებამ" და ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და დემოკრატია რეალურად", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×