|

ოპოზიცია არის გაშიფრული. 2021 წლის ივლისში ვინ იდგა ამ პროვოკაციის უკან? „თბილისი პრაიდი". მათ უკან ვინ იდგა? ორგანიზაცია „სირცხვილია". ვინ იდგა „სირცხვილიას" უკან? სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა". ეს არის ძალიან მარტივი მოცემულობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
„ყველა ამ დესტრუქციული, პროვოკაციული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედების უკან დგას ოპოზიცია. და ვინ არის დღეს ოპოზიცია რეალურად? სხვა ოპოზიცია არ არსებობს ქვეყანაში. ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთელი თავისი დანაყოფებით. მე მინდა ვთქვა, რომ მაშინ ეს პროვოკაცია, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ დაიგეგმა, კარგად გააზრებული პროვოკაცია იყო. რა მოხდა შარშან მარტის აქციების დროს? ვინ იდგა ამ აქციების უკან? რა თქმა უნდა, ეს იყო დესტრუქციული, პროვოკაციული ძალები, რომელთა უკანაც ისევ დგას „ნაცმოძრაობა" და მათი სატელიტები. დღეს საუბარია იმაზე, რომ ისევ რაღაც ახალი პარტია შეიქმნა. როგორ შეიძლება დაიჯეროს ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა, რომ ნიკა გვარამია ქმნის ახალ პარტიას, ან ნიკა მელია, ან „გირჩი", „ლელო" - ეს ერთი ორგანიზმია. ქართველი ხალხი არის ბრძენი. ეს დესტრუქციული, მტრული ძალები ქართველ ხალხს ვერ მოატყუებენ. ისინი არ ემსახურებიან ქართველი ხალხის ინტერესებს. მათი მიზანი იყო სხვა ქვეყნების ინტერესების და დავალებების შესრულება. 2 წლის წინ პირდაპირ მოუწოდებდნენ და მზად იყვნენ, რომ ქვეყანა ჩაერთოთ ომში. ეს იყო კოორდინირებულ მოქმედებათა მთელი ჯაჭვი, რომლის უკან იდგა ეს დესტრუქციული ძალა. ამიტომ ვიმეორებ, რომ ამ არჩევნებზე უნდა გავიმარჯვოთ ძლიერად, დამაჯერებლად. სუფთად უნდა ჩავატაროთ არჩევნები, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს ჩვენს მტრულ ძალებს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
„ქრონიკამ" ექსკლუზიურად მოიპოვა ოპოზიციის სტრატეგია, რომელსაც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე პარტიები მიჰყვებიან და რასაც „თბილისი პრაიდი" ათანხმებს საერთაშორისო პარტნიორებთან. წერილიდან ირკვევა, რომ „თბილისი პრაიდი" სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|