რეზონანსი
09.03.2024

„ნაციონალური მოძრაობა" დესტრუქციული ძალაა და მათ საკუთარი თავი მოსახლეობას უკვე აჩვენეს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის" დეზინფორმაციული კამპანია კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა.

„ზოგადად „ნაციონალური მოძრაობა" დესტრუქციული ძალაა და მათ საკუთარი თავი მოსახლეობას უკვე აჩვენეს. ახლა დაკავდნენ დეზინფორმაციით. ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით, მათი ეს დეზინფორმაციული კამპანია კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა და გარდა მტრობის სტიმულირებისა, აქ მათ სურთ, რომ პასუხი გადაფარონ, რაც მმართველ გუნდს სჭირდება მათგან, იმიტომ, რომ ჩვენ მათ ვეკითხებით, ისინი უჭერენ თუ არა მხარს პროპაგანდას და არიან თუ არა იმისთვის მზად, რომ ქვეყანაში საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა და იქნას დაცული უმრავლესობის უფლებაც, რადგან უმცირესობის უფლება, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მოქალაქეების დაცულია", - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×