რეზონანსი
09.03.2024

ჩვენი „ხალხის ძალის" პოლიტიკა არის ღიაობა და მოსახლეობის ინფორმაციით უზრუნველყოფა, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას „ნაცმოძრაობის" მძიმე წარსული ახსოვს და არც არასდროს დაავიწყდება.

„ჩვენი „ხალხის ძალის" პოლიტიკა, არის ღიაობა და მოსახლეობის ინფორმაციით უზრუნველყოფა. ასევე, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ხაზი არის ის, რომ ეს ტოქსიკური დაჯგუფება ჩამოსცილდეს პოლიტიკას და არა მხოლოდ ჩამოსცილდეს, არამედ, ისინი უნდა გასამართლდნენ.

როცა, ევროპიდან ადეიშვილზე პრეტენზიები მოდის, ამ „ღვთისმოსავ" კაცს, აქ 3 მილიონ შვიდასი ათასი მოქალაქე იცნობს, როგორც მკვლელს, ყაჩაღს, რეპრესიული პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად იდეოლოგს. საზოგადოებას, მათი მძიმე წარსული კიდევ ახსოვს. კობა დავითაშვილი საზოგადოებას არასდროს არ დაავიწყდება და იმას, რაც იყო უკან არასდროს არ დააბრუნებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ეს პოლიტიკური ტოქსიკური დაჯგუფება გასამართლდეს და პოლიტიკურ სანაგვეზე იყოს გადასროლილი", - განაცხადა ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×