რეზონანსი
09.03.2024

დონალდ ტრამპი უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს შეხვდა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ უნგრეთისა და აშშ-ის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. მათ შორის, ძლიერი და უსაფრთხო საზღვრების მნიშვნელობა. 

ორბანმა კი ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის ვიდეოკადრები "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა, X-ზე კი დაწერა:

"სასიამოვნო იყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სტუმრობა. ჩვენ გვჭირდება ლიდერები მსოფლიოში, რომლებსაც პატივს სცემენ და რომლებსაც შეუძლიათ მშვიდობის მოტანა. ის ერთ-ერთი მათგანია! დაბრუნდით და მშვიდობა მოგვიტანე, ბატონო პრეზიდენტო!" - წერს ორბანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×