|

სულ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, ვინ იქნება ამ პოლიტიკური პლატფორმის სასტარტო შემადგენლობაში, - ამის შესახებ „ნაცმოძრაობის" ყოფილმა წევრმა, ნიკა მელიას თანაგუნდელმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა. „ჯანსაღად, პრაგმატულად მივუდექით საქმეს, ერთობლივად ვგეგმავთ ამ პოლიტიკური პლატფორმის ჩამოყალიბებას. ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. სულ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, ვინ იქნება ამ პოლიტიკური პლატფორმის სასტარტო შემადგენლობაში. ასე რომ, დაველოდოთ, სულ რამდენიმე დღე დარჩა", - აღნიშნა ბაჩო დოლიძემ. ნიკა გვარამიას პარტიის ახალი წევრი მაია კოპალეიშვილი გახდა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის ინტრესებს იცავდა. ჯერ ისევ უცნობია საარჩევნო მარათონში ნიკა გვარამია და ნიკა მელია ერთად ჩაერთვებიან თუ არა. სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გაირკვევა ნიკა მაჭუტაძის ბედიც, იქნება თუ არა ის ნიკა მელიას საარჩევნო სიაში. მან საკუთარი საარჩევნო ნომერი ნიკა მელიას მიმდინარე კვირას დაუთმო.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|