რეზონანსი
08.03.2024

კი­დევ ერთი მო­ზარ­დის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა აგა­რა-გო­მის გზა­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლია 16 წლის ნინი ტა­ბა­ტა­ძე. გო­გო­ნა ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად მან­ქა­ნით მი­დი­ო­და, და­შავ­და მისი ოჯა­ხის ორი წევ­რი, ძმა და რძა­ლი, ისი­ნი ამ დრომ­დე კლი­ნი­კა­ში რჩე­ბი­ან.

გლო­ვაა მის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში, ნინი ტა­ბა­ტა­ძე ოჯახ­თან ერ­თად დაბა სუ­რამ­ში ცხოვ­რობ­და. გო­გო­ნა სუ­რა­მის პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლის მე­თერ­თმე­ტე კლა­სის მოს­წავ­ლე იყო. იმ­დე­ნად გა­ნიც­დი­ან მომ­ხდარს მისი პე­და­გო­გე­ბი, რომ სა­უ­ბა­რი უჭირს.

"ძა­ლი­ან ცუდ დღე­ში ვართ, ვე­რა­ფერს ვერ გე­ტყვით ისე გან­ვიც­დით და გაგ­ვა­ნად­გუ­რა ამ ამ­ბავ­მა. ნინი ჩვე­ნი სკო­ლის მე­თერ­თმე­ტე კლა­სის მოს­წავ­ლეა, დღეს დი­ლით და­ახ­ლო­ე­ბით 9 სა­ათ­სა და 30 წუთ­ზე გა­ვი­გეთ ეს თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვი. რა ვი­თა­რე­ბა­ში მოხ­და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა, ჩემ­თვის უც­ნო­ბია. რო­გორც ჩანს, დი­ლით ადრე მი­დი­ოდ­ნენ და ამ დროს დატ­რი­ალ­და ეს ტრა­გე­დია.

არც ის ვიცი სა­ჭეს­თან ვინ იჯდა. რო­გორც შე­ვი­ტყვე, ავა­რი­ის დროს და­შავ­და ნი­ნის ძმა და რძა­ლი, ძმა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, ისი­ნი ახლა კლი­ნი­კა­ში რჩე­ბი­ან. ოჯახ­ში ჯერ არ მივ­სულ­ვართ სამ­ძი­მარ­ზე. ვიცი, რომ ძმა ცუ­დად არის. ნინი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, თი­თით საჩ­ვე­ნე­ბე­ლი ბავ­შვი იყო, სა­უ­კე­თე­სო, მდგო­მა­რე­ო­ბი­დან ვერ გა­მოვ­დი­ვარ, ისეთ დღე­ში ვარ. სი­ტყვე­ბი უძ­ლუ­რია იმ უბე­დუ­რე­ბის გად­მო­სა­ცე­მად, რო­მე­ლიც თავს დაგ­ვა­ტყდა…" - განუცხადა "ამბებს" სკო­ლის დი­რექ­ტო­რმა ჟანა ტა­ბა­ტა­ძემ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×