რეზონანსი
07.03.2024

პაატა მანჯგალაძეს 40% რას ეყოფა? ცოტაა, თუ ამბობს, ბარემ თქვას 50, 60, 70, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, მათი და „ნაციონალური მოძრაობის" კოალიცია საპარლამენტო არჩევნებზე 40%-ს აიღებს.

„პაატა მანჯგალაძეს 40% რას ეყოფა? ცოტაა. თუ ამბობს, ბარემ თქვას 50, 60, 70 პროცენტი. 40 პროცენტი რატომ უნდა თქვას? ოთხი ნომრის ირგვლივ გაერთიანება აღსანიშნავი ამბავია, სინამდვილეში, ისინი ყველანი 5 ნომერს წარმოადგენენ, ოღონდ სხვადასხვა პარტიაში გადაბარგებულ-გადმობარგებულები. შესაკრებთა გადანაცვლებით აქ ჯამი ნამდვილად არ იცვლება. ეს ის შემთხვევაა, როცა ხუთიანი არის მძიმე დაღი ყველა მათგანისათვის", - აღნიშნა მდინარაძემ.

პაატა მანჯგალაძე დარწმუნებულია, რომ ნაციონალური მოძრაობა „სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად, საპარლამენტო არჩევნებზე 40%-ს აიღებს. მისივე თქმით, თუ ნიკა მელია და ნიკა გვარამია გაერთიანდებიან და არჩევნებზე 10 პროცენტს აიღებენ, ეს ხელისუფლებაში მოსვლას ნიშნავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×