|

თუ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა რატომ გარბის საქართველოს მოქალაქე საქართველოდან? - ამ კითხვით მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ მმართველ გუნდს. როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, ივანიშვილის პარტია უკვე რამდენიმე კვირაა ხალხის საჭიროებებზე პასუხს გაურბის და თავს არიდებს. „უკვე რამდენიმე კვირაა ვუყურებ ივანიშვილის პარტიისა და მისი პროპაგანდის ერთგვარ წვალებას, როგორმე ხალხის საჭიროებებიდან ცრუ საფრთხეებზე გადაიტანონ ხალხის ყურადღება. თუნდაც დღეს, ბევრ საკითხზე ისაუბრა მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგრამ ისინი ვერ პასუხობენ ლევან ხაბეიშვილისა და გიორგი ვაშაძის მიერ დასმულ მთავარ კითხვას, რაც ხალხს აინტერესებს - რატომ არის სასურსათო პროდუქტებზე მაღალი ფასები საქართველოში, თუნდაც სომხეთთან შედარებით, რომელსაც საქართველოს გავლით მიეწოდება აღნიშნული პროდუქტები. თუ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა რატომ გარბის საქართველოს მოქალაქე საქართველოდან? გვიპასუხოს ივანიშვილის პარტიამ, ვისი ოცნება არის საქართველო ქართველების გარეშე",- განაცხადა მანჯგალაძემ, რომლის სიტყვასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|