რეზონანსი
07.03.2024

აგარა-გომის გზაზე მომხდარ ავარიას 16 წლის გოგო ემსხვერპლა.  გარდაცვლილი სურამის პირველი საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე იყო.

დაშავებულია ორი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპულის ძმაა.

ტრაგიკულ შემთხვევას სურამის N1 საჯარო სკოლაც ეხმიანება და სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

"სიტყვები უძლურია იმ უბედურების გადმოსაცემად , რომელიც თავს დაგვატყდა…  დღეს გლოვის ზარი დაირეკა ჩვენთვის …   სიკვდილს რა ხელი აქვს შენთან, ჩვენო სათნო და კეთილო ანგელოზო ნინი", - წერია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×