რეზონანსი
07.03.2024

თელავის ერთ-ერთ სკოლაში მშობელმა შვილის თანასკოლელს სცემა. მომხდარს წინ უსწრებდა კონფლიქტი მეხუთე და მეშვიდე კლასის მოსწავლეებს შორის, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანის დედამ საქმეში ჩარევა გადაწყვიტა, სკოლაში მივიდა და მეორე ბავშვს ფიზიკურად გაუსწორდა.

არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად მე-5 და მე-7 კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ფეხბურთის გამო დაუპირისპირდნენ, რაც ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. მომხდარის დეტალები კი, მე-5 კლასის მოსწავლემ დედას აცნობა. ამის შემდეგ ქალი სკოლაში მივიდა და მე-7 კლასელს ფიზიკურად გაუსწორდა. ბავშვზე ძალადობა ვერც მანდატურის სამსახურმა და ვერც დირექციამ აღკვეთა.

კლასის ხელმძღვანელმა სამართალდამცავებს მიმართა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ორივე მხარე უკვე გამოიკითხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×