
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე როომელიმე პოლიტიკური გინდის წარმომადგენლები არ უნდა იყვნენ, რადგან ამ თანამდებობიდან საბოტაჟის ორგანიზება შეუძლიათ.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საბოტაჟში გამოცდილები არიან.
„ყველამ უნდა იცოდეს, რომ „ცესკოში" არიან სპეციალისტები, ექსპერტები და არიან პოლიტიკური გუნდების წარმომადგენლები, თითო ყველა გუნდიდან. რა საკვირველია, არ უნდა იყოს ლაპარაკი რომელიმე გუნდის წარმომადგენლის მოადგილეობაზე ან თავმჯდომარეობაზე, ვინაიდან ამ თანამდებობიდან საბოტაჟის ორგანიზება შეუძლიათ, რაშიც გამოცდილები არიან. მიზანი ერთი აქვს ყველას, რომ კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ" თავი წარმოაჩინოს, როგორც კოალიციურმა მოძრაობამ და იქნებ „ქართული ოცნება" დამარცხდეს და ამის შემდეგ გააკეთონ ის, რაც აქამდე აქვთ ჩაფიქრებული, რომ როგორმე ეკონომიკური და ფიზიკური ნგრევა იყოს განპირობებული. ამ მიზნის შესრულებაში სალომე ზურაბიშვილი არის აქტიურად ჩართული", - აღნიშნა ვოლსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს უკვე წარედგინა.