რეზონანსი
07.03.2024

„ხალხის ძალის“ წევრის დავით ქართველაშვილის შეფასებით, საქართველოში საზოგადოება არის ორად გაყოფილი და ვერ ხერხდება რაიმე საკითხზე მისი კონსოლიდირება.

„წარმოიდგინეთ, რა გახარებულები იქნებოდნენ ჩვენი ნარკოდილერები და კონტრაბანდისტები, თუკი ამ სახელმწიფოში მოსპობენ სასაზღვრო და საბაჟო სამსახურებს, როგორც ინსტიტუციას.

ეს კანონპროექტი, რომელიც ახლა მუშავდება, არის ის საზღვარი, რომელმაც ამ ჭინკებს და მათ გამოვლინებებს ხელი უნდა შეუშალოს ქვეყანაში შემოსაღწევად.

მსგავსი, კანონების გარეშე აბსოლუტურად ღიაა ჩვენი საზღვარი, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა („ნაცსექტანტებს“ და მათ ანასხლეტებს საერთოდ არ ვეხები) არის ორად გაყოფილი და ეს არის ფაქტი. ჩვენი ერთიანობის არარსებობა უდიდესი პრობლემაა - თითქოსდა ჩვენი გაერთიანება ვერ ხდება ეკლესიის, მამულის, ენისა და სარწმუნოების გარშემო. ვერ ხდება ცალკეული ჯგუფების, მათი ლიდერების პირადი ამბიციების და რაღაც-რაღაცების გამო. თვით ეკლესიაშიც არის უდიდესი პრობლემები, რომლებიც არ უწყობს ხელს ჩვენს ერთ მუშტად შეკვრას.

ამიტომ, როდესაც ჩვენ ასეთი დაქსაქსულები ვართ, რომ საზოგადოებრივ თუ პატრიარქატის დონეზე არ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ რაღაც მოვლენებს, სჯობს ამას აკეთებდეს კანონი. სჯობს, კანონში იყოს გაწერილი, რომ ამის გაკეთება არ შეგეძლება და თუ გააკეთებ, პასუხს აგებ ამა და ამ მუხლის შესაბამისად“, - განაცხადა ქართველიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×