რეზონანსი
06.03.2024

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ევროპას უნდა მივცეთ ხმა,

თუ ვინაა ქართველი ხალხის არჩევანში არაევროპული.

ზურაბიშვილის თქმით, „ამას ვნახავთ და შეიძლება, არავინაც არ არის".

„არ ვიცი, ვნახავთ. შეიძლება არავინ არ არის, ვნახოთ, ევროპას უნდა მივცეთ ხმა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის მიერ, კიდევ ერთხელ დასმულ კითხვაზე, თუ ვინაა "არაევროპა", ზურაბიშვილმა პარტია „ხალხის ძალა" დაასახელა.

„რა ვიცი, ხალხის ძალა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×