რეზონანსი
06.03.2024

რუსეთის ფინანსურმა ორგანიზაციამ ჭადრაკის დიდოსტატი და პუტინის ოპონენტი გარი კასპაროვი "ტერორისტებისა და ექსტრემისტების" სიაში შეიყვანა.

საბჭოთა წარმოშობის ჭადრაკის ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დიდი ხნის მოწინააღმდეგეა, რის გამოც თითქმის ათი წელია აშშ-ში ცხოვრობს. რეესტრის თანახმად, მის მიმართ ტერორიზმის მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

გასული წლის დეკემბერში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციონერი გარი კასპაროვის და "თავისუფალი რუსეთის ფორუმის" თანადამფუძნებლის, ივან ტიუტრინის ქმედებებში "დანაშაულის ნიშნები" აღმოაჩინა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მათ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან აუქციონი გამართეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×